English / ქართული / русский /
თამარ ზირაქაშვილიმეგი ხორბალაძე
სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების სისტემურ მიდგომა და მისი ანალიზი

 

           

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი სასწავლებლები,სტუდენთა,პრობლემები,ანალიზი,სისტემური მიდგომა,კონტიგენტი.

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემა მრავალასპექტიანია და იგი არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოსათვის აქტუალურ სამეცნიერო კვლევის საკითხს წარმოადგენს. 

სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემა ბუნებრივ კავშირშია საზოგადოების განვითარების სხვადასხვა მიმართულებასთან, როგორიცაა სოციალური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკური, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, პიროვნული და ა.შ.  და მათი დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

ცხადია, ყოველივე მათგანი ახდენს გარკვეულ გავლენას სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემაზე და შეიძლება გახდეს ამ პროცესში ჩართული ცალკეული დამოუკიდებელი გამოკვლევის ობიექტი. ამ გამოკვლევებს მივყავართ საბაზრო და სოციალურ-პედაგოგიური ასპექტის უფრო დეტალური განხილვის ამოცანებთან, ძირითადად კი, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ამოცანებთან, როგორც სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მდგენელები.

უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტის ყოველმხრივი დახასიათებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ეს კონტინგენტი გამოდის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენა, თავისი თვისებებით, დამახასიათებლებით, ზოგადი და სპეციფიკური დონეების ნიშნებით.

კონტინგენტის საერთო (ზოგადი) თვისება სათავეს იღებს და თვითონაც არის სოციუმში მიღებული ნორმების, წესების და მითითებების საფუძველი. 

უმაღლესი სკოლის კონტინგენტის ფორმირების პროცესის, როგორც რთული სოციალური მოვლენის, სამეცნიერო ანალიზის ერთერთი ფუძემდებლური მიდგომაა სისტემურობა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება რეალურად არსებული სოციალური ორგანიზმია, რომელიც წარმოადგენს რთულ სისტემურ ობიექტს და ამიტომ, იგი მოითხოვს მართვისადმი სისტემურ მიდგომას. 

სისტემური მიდგომის კონკრეტული ინსტრუმენტია სისტემური ანალიზი - რთული ობიექტების და პროცესების შესწავლის მეთოდების და ხერხების ერთობლიობა. სისტემური ანალიზის ყველა ასპექტი (მორფოლოგიური, სტრუქტურული, ფუნქციონალური და გენეტიკური) შეადგენს ბუნებრივ ერთობას, რაც გამოწვეულია ახლებური სისტემის თვისებების ერთობით.

სისტემური მიდგომა იძლევა სისტემის ანალიზის საშუალებას, რომელიც მიემართება შესასწავლი პრობლემის ორი ასპექტის გადაწყვეტისაკენ:

  •  ერთის მხრივ, როგორც კონტინგენტის ფორმირების ამოცანის გადაწყვეტის ინსტრუმენტარის;
  •  მეორეს მხრივ, როგორც ერთერთი მიდგომა, რომლის მეშვეობით გადასაწყვეტია, ამ პროცესთან დაკავშირებული, კონკრეტული ამოცანები. 

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა [50, 51]:  სასაგნო არეს ანალიზის ჩატარება, რის საფუძველზეც გამოვლინდება სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცესების ფუნქციური კავშირები.

დამუშავდეს სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცესების ინფორმაციული მოდელების კომპლექსი, რომელიც ერთის მხრივ ასახავს ინფორმაციული სისტემის სტრუქტურას და ფუნქციას, მეორე მხრივ კი საგრძნობლად შეამცირებს ამ სისტემის დამუშავებაზე და მის შემდგომ მის მოდერნიზებასა და მოდიფიცირებაზე მიმართულ ხარჯებს.

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირება განისაზღვრება და მოდელირდება, როგორც სოციალურად დეტერმინირებული, მაგრამ ავტონომიური სისტემა, რომელსაც გააჩნია გარკვეული მიზანი, შინაარსი, თავისებურებანი, მეთოდები და რომელიც შეიცავს ჰარმონიზაციის მექანიზმს, სოციუმის ინტერესებთან, ბაზართან, განათლების მოდერნიზაციის პირობებში უზრუნველყოფილია სიცოცხლისუნარია­ნობით.

ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების კონცეფცია განსაზღვრავს მუშაობის ჩანაფიქრს და წამყვანი იდეების ერთობლიობას, ასახავს არსს, პროცესის შინაარსს, და წარმოადგენს რთულს, მიზანმიმართულს, დინამიურ  თეორეტიკულ-მეთოდოლოგიური ცოდნების სისტემას, რომელიც ეფუძნება სისტემური, მოქნილი, კომპეტენტური, ინტეგრატივ-ვარიანტული და სხვა სახის მიდგომებს, რაც უზრუნველყოფს მიღების ხარისხს და შედგება:

  • ზოგადი დებულებებისგან, რომლებიც ხსნიან კონცეფციის დანიშნულებას, მისი სამართლებრივი და მეთოდიკური უზრუნველყოფას, გამოყენების საზღვრების განსაზღვრას, მისი ადგილს პედაგოგიურ თეორიაში;
  • თეორეტიკულ-მეთოდოლოგიური ბაზისაგან, რომელიც წარმოდგენილია კვლევების მეთოდოლოგიური მიდგომების ერთობლიობით, სადაც სისტემური მიდგომა ზოგადსამეცნიერო საფუძველს წარმოადგენს;
  • აბიტურიენტების საკონკურსო შერჩევის ორგანიზაციულ პედაგოგიური პირობებისგან, რაც უზრუნველყოფს: მომზადების დონის შეფასების ხარისხის გაზრდას, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების გამოყენებას;
  • ბირთვისაგან - კანონზომიერებების და შესაბამისი პრინციპების

ერთობლიობისგან.

უმაღლესი სასწავლებელი, როგორც გახსნილი სისტემა, იმყოფება საზოგადოებაში არსებული პროგრესული და რეგრესული პროცესების უშუალო გავლენის ქვეშ. 

ეს პროცესები პროეცირებას ახდენენ უმაღლესი სასწავლებლის ცხოვრებაზე, რითიც ქმნიან კანონზომიერებებს, პრინციპულ დებულებებს, განვითარების ტენდენციებს და პერსპექტივებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხასიათს და შიდასტრუქტურულ კავშირებს; უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში არსებული პროგრესი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალისტების მომზადების ხარისხის ზრდას, პირველ რიგში, განისაზღვრება ფორმირებადი სტუდენტთა კონტინგენტის სწავლების გაგრძელებისათვის მზადების დონით, რაც განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს ცოდნის ათვისებასთან და პროფესიონალური სტრატეგიის არჩევანის მოტივაციასთან მიმართებაში; სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პროცესის საფუძველს წარმოადგენს გონივრულად ორგანიზებული მიზანმიმართული პროფორიენტაციული საქმიანობა, რომელიც შეიცავს მოგროვებულ პოტენციალზე და უმაღლესის წინა განათლების სტრუქტურის შესაძლებლობებზე .

ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტის ფორმირების შესწავლა ეყრდნობა კვლევითი მიდგომების კომპლექსს, სადაც ძირითადი არის სისტემური მიდგომა, როგორც მისი მრავალსახიანი ასპექტების განსაკუთრებით სრულყოფილად ამსახველი.

შესასწავლი პროცესის პერსპექტივები მჭიდროთ არის დაკავშირებული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საერთო ტენდენციებთან, რაც განათლების მოდერნიზაციის კონცეფციასთან შესაბამისად წამყვან ადგილს იკავებს.

უმაღლესში მისაღები სისტემის ტრანსფორმირება და მისი ნორმატიული რეგულირება დემოგრაფიული ტენდენციების და საგანმანათლებლო სისტემის ფუნქციონირების პერსპექტივების გათვალისწინებით, რათა შეიქმნას, განახლდეს და გაფორმდეს ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება, კერძოდ სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პროცესები.

გამოკვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ხდება არა მხოლოდ თეორიული დასაბუთება, არამედ პრაქტიკულად წყდება ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტის ფორმირების ორგანიზების ამოცანა. შემოთავაზებული რეკომენდაციები ხელს უწყობს უმაღლესში სტუდენტების მიღების ორგანიზების სისტემურ მიდგომას, სასწავლო დაწესებულებების კოლექტივებს მიზნად უსახავს წლის განმავლობაში მიზანმიმართული სამუშაოს შესრულებაზე სტუდენტების კონტინგენტის საკონკურსო წესით შერჩევის, მომზადების და ფორმირების მიმართულებით.

სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების მშობლიური და უცხოური გამოცდილების ანალიზით განისაზღვრება ძირითადი მიდგომები შინაარსის, საგნის გამოკვლევის  არსის, მისი როლის, ადგილის და ორგანიზების თავისებურებების დადგენის მიზნით უმაღლესი განათლების მოდერნიზებადი სისტემის, ასევე მისი მჭიდრო კავშირი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობასთან.

ჩატარებული კვლევების უმეტესობაში არ შეიმჩნევა მიღების პრობლემებზე აქცენტირება, საკითხის მხოლოდ კერძო ასპექტების ანალიზი ტარდება, მაშინ როცა კონტინგენტის ფორმირების პროცესი მთლიანობაში წარმოადგენს ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოს დასკვნითი ეტაპს, მათ შორის, პროფორიენტაცია. ძიებებს, ახალგაზრდობის ორიენტაციის უმაღლესი ტექნიკური განათლების მიღების პრობლემების ნაწილში, არ მიუღიათ საკმარისი განვითარება.

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემა მრავალასპექტიანი ტიპისაა. მისი ბუნებრივი კავშირები საზოგადოების განვითარების სხვადასხვა წახნაგთან კონტინგენტის ფორმირების სოციალური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკონომიკური, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, პიროვნული და მთელი რიგი სხვა ასპექტის დიფერენცირების საშუალებას იძლევა. ყოველივე მათგანი ახდენს გარკვეულ გავლენას პრობლემაზე და შეიძლება გახდეს მართვის და ცალკეული დამოუკიდებელი გამოკვლევის ობიექტი. 

ჩამოყალიბებული ამოცანასთან შესაბამისად საჭირო ხდება საბაზრო და სოციალურ-პედაგოგიური ასპექტის უფრო დეტალური განხილვა, და, აგრეთვე დემოგრაფიული და ეკონომიკურის, როგორც მოცემული პრობლემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტები.

უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტის ყოველმხრივი დახასიათებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ეს კონტინგენტი გამოდის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენა, თავისი თვისებებით, დამახასიათებლებით, ზოგადი და სპეციფიკური დონეების ნიშნებით. 

კონტინგენტის საერთო /ზოგადი/ თვისება სათავეს იღებს და თითონაც არის პროექცია სოციუმში მიღებული ნორმების, წესების და მითითებების. უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტის სპეციფიკას განსაზღვრავენ პროფესიონალური მომზადების მიზნობრივი მითითებები. 

მეორეს მხრივ, კონტინგენტი არის სტრუქტურული დონის მოვლენა. მოცემულ შემთხვევაში მას იურიდიულად და ფორმალურად ენიჭება საზღვრებისასწავლო დაწესებულების ფარგლებში მისი მიზნების და ამოცანების შესაბამისად. სტუდენტური კონტინგენტი სტრუქტურული ელემენტის სახით განიხილება როგორც, უმაღლესი სასწავლებლის ცხოვრების ხერხემალი.

გამოკვლევის კონცეპტუალური ბაზისის თანახმად უმაღლესში კონტინგენტის ფორმირების განხილვა სისტემის სახით და სისტემური მიდგომის პოზიციიდან იძლევა საშუალებას გაითვალისწინო ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოცემულ სოციალურ-პედაგოგიურ მოვლენაზე. ყურადსაღებია, რომ სისტემური მიდგომის გამოყენება ვარაუდობს ამოცანის მეტად მკაფიოდ დასმას და მისი გადაწყვეტის საშუალებების განსაზღვრას.  

სისტემური მიდგომა იძლევა სისტემის ანალიზის საშუალებას, რომელიც მიემართება შესასწავლი პრობლემის ორი ასპექტის გადაწყვეტისაკენ: ერთის მხრივ, როგორც კონტინგენტის ფორმირების ამოცანის გადაწყვეტის ინსტრუმენტარის და მეორეს მხრივ - როგორც ერთერთი მიდგომა, რომლის მეშვეობით გადასაწყვეტია, ამ პროცესთან დაკავშირებული, კონკრეტული ამოცანები. 

გამოკვლევაში გამოყენებული მეთოდები უშუალოდ დაკავშირებულია პროგრამულ-მიზნობრივ, პიროვნულ-საქმიანურ, ინტეგრატიულ-მოდულურ, პიროვნულ-ორიენტირებულ, პროფესიულ საქმიანურ და სხვა მიდგომებთან. 

ჩამოთვლილ მიდგომებს შორის არსებობს მჭიდროურთიერთკავშირი, რომელიც, კერძო შემთხვევებში, გადაზრდილია შინაგან ერთობაში. ეს დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, იმასთან, რომ მათ საფუძვლად აქვთ, ამა თუ იმ განსჯით ან მოდიფიკაციით, ერთი და იგივე კატეგორიები. მეორეს მხრივ, როგორც პრაქტიკიდან ცნობილია, პედაგოგიური სინამდვილის დინამიურად ცვალებადი  ამოცანების გადასაწყვეტად, არც ერთი მიდგომა არ ჩაითვლება საკმარისად.

მრავალწლიანმა კვლევებმა, ამა თუ იმ მიდგომის გამოყენებით, ჩამოაყალიბა გამოკვლევის მეცნიერულად დასაბუთებული აპარატი, ნაპოვნია პრობლემების გადაწყვეტის ვარიანტები.       

დასკვნა 

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიხილავთ უმაღლესში სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პროცესს სისტემური მიდგომის პოზიციიდან, ვითვალისწინებთ ყველა ძირითად ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მოცემულ მოვლენაზე. ყურადღებას ვამახვილებთ სისტემური მიდგომაზე, ამოცანის მეტად მკაფიოდ დასმასა და მისი გადაწყვეტის საშუალებების განსაზღვრაზე.  

შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სტუდენტთა კონტინგენტის ფორმირების პრობლემა დარჩა აქტუალური და იმსახურებს ყურადღებას.

აუცილებელია განხილული იქნეს უმაღლესი სასწავლებლების კონტინგენტის ფორმირების პრობლემის სოციალურ-პედაგოგიური, დემოგრაფიული და ეკონომიკური ასპექტები. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  Фирова И.П. Формирование механизма управления информационными процессами в сфере высшего образования//Современные аспекты экономики. - СПб., 2003. - № 12. 43.

2.  Добрынин А.И., Валиев Ш.З. Формирование российского рынка образовательных услуг // Известия Санкт-Петербургского университета экономики и финансов. - СПб., 2001. - №3. 

3. მოწყობილი ი. რეგიონის უმაღლესი ტექნიკური განათლების სპეციალისტთა მოთხოვნის პროგნოზირების კონცეპტუალური მოდელი. დისერტაცია წარდგენილი ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თელავი 2011. 45

4.  თამარ ზირაქაშვილის. წარმოდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად   სადოქტორო პროგრამა. ,,დინამიკური ბაზრის პირობებში სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის ავტომატიზებული სისტემის მართვის მოდელი  2015